|
2018-04-03 15:53:43, 1652 ნახვა
კომენტარი
კუჭავა „ნაციონალურ მოძრაობას“: რატომ არ ესწრება კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც „არემჯი გოლდს“ ფლობდა
რატომ არ ესწრება დღეს კომიტეტის სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა „არემჯი გოლდს“, – ამ კითხვით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენდნენ. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, როდესაც კობა ნაყოფია „არემჯი გოლდს“ ფლობდა, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ყველა ძველ დარღვევაზე პასუხისმგებლობა სრულად ჩამოეწერა. მისი თქმით, ოპოზიციისთვის ბოლნისი საინტერესო მაშინ გახდა, როდესაც პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არის დაწყებული და იგივე ხდება ჭიათურაში, ზესტაფონში, რუსთავში. „ამ კომპანიებს სათითაოდ უნდა მიეხედოს და გაეცეს პასუხი, თუ რამე დარღვევები აქვს, მათ შორის „არემჯის“. მაგრამ საინტერესოა თქვენი ახლა დაწყებული განცხადებები, უბრალოდ სირცხვილია ეს“, - განაცხადა კუჭავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)