|
2018-04-02 17:22:30, 1639 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რიცხვი განახევრებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, აღნიშნული რიცხვი განახევრებულია: „მნიშვნელოვანია, ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაციები ნარკოდანაშაულთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია. მხოლოდ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ეს ციფრი განახევრებულია და 2013 წელთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული. შემოწმების მეთოდების დახვეწასა და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში. გადაიხედება დოზები, შემცირდება სასჯელები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)