|
2018-04-02 15:20:49, 1579 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ქვეყნის გამთლიანება იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად
ჩვენი ქვეყნის გამთლიანება იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად და ქვეყნის დეოკუპაცია არის ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობა სურს. „მოგეხსენებათ, 70 წლის იუბილე უსრულდება ქალაქ რუსთავს. ძალიან მიხარია, რომ ასეთ დროს მოგვიწია ჩამოსვლა ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში და მის ცენტრში საუბარი იმაზე, რა მიღწევები გვაქვს. მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ამ მიღწევების შესახებ, ვინაიდან, ეს გარკვეულწილად სიამაყის გრძნობას მატებს თითოეულ ჩვენგანს, რადგან ამ მიღწევებში ყველა თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი აქტივობისთვის, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელია, პარტიამ მიაღწიოს წარმატებას. ჩვენი მიზანია, პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციური მშენებლობა, რათა განსაკუთრებით რეგიონებში მაქისმალური იყოს ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა. პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, ქვეყნის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ აუცილებელია, დავუფასოთ ღვაწლი იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის დაარსების პირველივე დღიდან, 2011 წლის შემოდგომიდან ჩვენს გვერდით დგანან და ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში”, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს. პრემირ- მინისტრის თქმით, საგარეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ სტაბილურობით და თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდეს ქვეყნის გაერთიანება. „ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა იმ პრაგმატული და თანმიმდევვრული პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ. ჩვენი საგარეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთის მხრივ, სტაბილურობით და მეორეს მხრივ, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი გახდეს და მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების განვითარების დონეს. ამისთვის, გვჭირდება სტაბილური განვითარების კიდევ არაერთი წელი და ჩვენ თანმიმდევრულად, თქვენთან ერთად, ამ ამოცანას შევასრულებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)