|
2018-04-02 11:55:19, 1726 ნახვა
კომენტარი
„სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი: 2-თვიანი ვადა საკმარისია, რათა კომპანიამ გენგეგმაში მეტი კონკრეტიკა შეიტანოს
„სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ მერიის მიერ მიცემული 2-თვიანი დამატებითი ვადა საკმარისია, რათა კომპანიამ გენგეგმაში მეტი კონკრეტიკა შეიტანოს. როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო. მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი მერიისთვის მისაღებია. "არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაშიც თბილისის მერიას ვეთანხმებით. მერიას უნდა, რომ დასაბუთება კიდევ უფრო მკაფიო იყოს - თუ როგორ განახორციელებს ყველაფერს იმას რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ეს მათ შორის საკუთრების ფორმებსაც ეხება. ის პრინციპული დოკუმენტი, რომელიც წარვადგინეთ მერიისთვისაც არის მისაღები. სამწუხაროდ იცით ჩვენი ქალაქის განვითარების ისტორია, რომ ძალიან ბევრი ნაკვეთი არის აბსოლუტურად შეუსაბამო ტერიტორიაზე გაცემული. აქედან გამომდინარე სწორედ ამაზე იქნება საუბარი. ალბათ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რომ ჩვენ შევჯერდეთ მერიასთან ერთად, რათა შემდეგ ეს გენგეგმა თაროზე შემოსადები კი არ იყოს არამედ რეალურად განხორციელებადი იყოს. მერიის სამსახურებთან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად შესრულდეს გენგეგმა და მათ იცოდნენ თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. საუბარია საკითხებზე რომელიც პირდაპირ გენგეგმას უკავშირდება და მის შესრულებას. ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. თუ გვინდა ქალაქს ჰქონდეს გენგეგმა მეტი კონსტრუქციულობა საჭიროა. ახალს არაფერს ვქმნით საუბარია მარტო კონკრეტიკაზე. მოცემული ვადა საკმარისია ჩვენთვის საკმარისია", - განაცხადა სალუქვაძემ.
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეშვიდედ შეუტიეს
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)