|
2018-03-31 14:36:42, 1934 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ლავროვის განცხადებაზე: ჩვენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - ეს არის ჩვენთვის მთავარი", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევებაზეა საუბარი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს. „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობს სარკისებური ეფექტი. მანვე დასძინა, რომ საქართველოს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები აქვს და მისი ყოველი მოქმედება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება. „ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ სწორად და ვიმოქმედოთ პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული პრინციპები და ჩვენი ყოველი გათვლა ეფუძნება ამ პრინციპებს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, კრემლმა იმ ქვეყნების დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, საიდანაც რუსი დიპლომატები „სკრიპალის საქმის“ გამო, გააძევეს. ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, „იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეუერთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას საპასუხო ნაბიჯები მათთან მიმართებაშიც გადადგას“.
საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა - - ევროკომისიის ანგარიში
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)