|
2018-03-30 18:24:31, 2408 ნახვა
კომენტარი
პრემიერი „ევროპულ საქართველოზე“ - ამ ადამიანებმა ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი კვალი დატოვეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საპარლამენტო ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, პრემიერის თქმით, "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან დიალოგს მომავალშიც გააგრძელებს. "მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით ოპოზიციასთან დიალოგის რაიმე ფორმატის შესაქმნელად და ამას, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ. პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც დიალოგი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ისეთ პრობლემებზე საუბრისას, როგორიცაა ოკუპაცია ქვეყანამ შეძლოს ერთიანი პოზიციით გამოსვლა. სამწუხაროდ, ჩვენი ასეთი კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც პარლამენტში ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯით და ერთობლივი რეზოლუციის მიღებით გამოიხატა, პასუხად მივიღეთ აბსოლუტურად დესტრუქციული ბრალდებები და დამოკიდებულება ოპოზიციონერების, მათ შორის “ევროპული საქართველოს” მხრიდან. იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დატოვეს უმძიმესი კვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საოკუპაციო ძალასთან ერთად შექმნეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ცალმხრივი აღიარების თვალსაზრისით. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალური უფლება, რაიმე კონკურენციაში შევიდნენ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში შეექმნა სრულიად სხვა - განვითარების ატმოსფერო. რა თქმა უნდა, პრობლემა დღესაც უამრავია, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ იმ განვითარების მიზნისკენ, რასაც ჰქვია ჩვენი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის შექმნა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება კონსტრუქციული მიდგომა, მაგრამ მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს ის ქედმაღალი, ძალიან უღირსი დამოკიდებულება და პასუხი, რომელიც მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების საპასუხოდ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა - - ევროკომისიის ანგარიში
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)