|
2018-03-28 15:16:16, 1327 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია გენგეგმაზე: მინდა მოვუწოდო ქალაქის მერს, რომ მოახერხოს და გადადოს გვერდზე თავისი ემოციები
"ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია თბილისის მერს მოუწოდებს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ემოციები გვერდზე გადადოს. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ქალაქის გენგეგმა პარტიული დოკუმენტი არ არის და ის მთლიანად ქალაქს ეკუთვნის. "გენგეგმის მიხედვით გავლენა იქნება მთლიანად ყველა მოქალაქეზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ მსჯელობა თუ რა ტიპის გენგეგმა გვექნება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც უკვე "ქართული ოცნების" ქალაქის მმართველობის პერიოდში დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომელზეც ბუნებრივია არსებობს დიდი მოლოდინი თუ რაში დავხარჯეთ ეს თანხა და რა არის ამის შედეგი. რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევა. არაპროფესიონალური, მიზანმიმართული გამოლანძღვა გენგეგმის ჯგუფის, ანუ მერიის კონტრაქტორის, პირდაპირ გასალანძღად შეკრებილი საჯარო შეხვედრა, სადაც ყველანაირი არგუმენტების გარეშე მოხდა ამ ჯგუფის გაშავება იმისთვის, რომ კახი კალაძემ ეს გეგმა არ მიიღოს. ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა იმიტომ, რომ განხილვა ამ თემაზე უნდა იყოს, მაგრამ გადაბრალება ვიღაცაზე და თან დაუსაბუთებლად არის არასამართლიანი და არასწორი. ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ ქალაქის მერმა პირველივე საჯარო შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია გამოვიდა კრიტიკული შენიშვნით პირდაპირ ძალადობას მიმართა, გამაწყვეტინეს სიტყვა, გაიქაჩა მეორე ოპოზიციონერის მიმართ, ანუ წამომწყები აქ უშუალოდ იყო მერი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაბლოკოს განსხვავებული აზრი. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის ატმოსფერო, სადაც ჩვენ შევძლებთ ქალაქისთვის რაიმე სასარგებლო შედეგის მოტანას. მინდა მოვუწოდო ქალაქის მერს, რომ მოახერხოს, გადადოს გვერდზე თავისი ემოციები და ნუ დათესავს ისეთ ატმოსფეროს, როდესაც იკეტება თავის კარში და განსხვავებულ აზრს არ უსმენს. როგორ შეიძლება არ დასვა კითხვა სად წავიდა 2 მილიონზე მეტი და რა ბედი ელის გენგეგმას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ შეურაცხყოფებს და დახურულ შეხვედრებს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)