|
2018-03-27 15:47:07, 1603 ნახვა
კომენტარი
კალაძე ოპოზიციაზე: მოვისმინეთ სადღეგრძელოები - მათ ავუხსენი რომ ქორწილში არ ვართ
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტის განხილვისას მომხდარ სიტყვიერ დაპურისპირებას აფასებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წევრებს პოპულისტური განცხადებების გაკეთება სურდათ. "დაპირისპირების მიზეზი როგორც სჩვევიათ ხოლმე, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო იმისა, რომ შემოეტანათ არეულობა. არ აცადეს პროფესიონალებს, ვისაც შესაბამისი გამოვდილება და კვალიფიკაცია აქვთ. მოვისმინეთ ლამაზი სადღეგრძელოები, ლექსები და მე მათ ავუხსენი, რომ ქორწილში არ ვიმყოფებოდით. აქ მიმდინარეობდა ქალაქისთვის მიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა. ისინი გამოდიან თავიანთი ვიწრო, პარტიული ინტერესებიდან. არც ერთი პოლიტიკოსი და პილიტიკური პარტია არ იყო ჩართული იმის ნიუხედავად, რომ სულ ვამბობდი - ჩვენ ვქმნით სპეციალურ ჯგუფს და თქვენც ჩაერთეთ ამ მუშაობაში, თუმა მსგავსი არაფერი მომხდარა",-განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, გენერალური გეგმის პროექტის განხილვის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს თავიდან მერი კახა კალაძე და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ელენე ხოშტარია დაუპურისპირდნენ. ამის შემდეგ დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე "ახალი საქართველოს" წევრი გიორგი ვაშაძეც გახდა, რომელიც "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატს, ვატო შაქარიშვილს დაუპირისპირდა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)