|
2018-03-27 15:39:22, 1765 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გოგიჩაიშვილი მიმართვას ავრცელებს და ხვალ ბორჯომში დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს. "ბორჯომის საკრებულოს დეპუტატთა მიმართვა პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისადმი! ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები, ვემზადებით 2018 წლის 28 მარტს დაგეგმილი სხდომისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები აპირებენ ბორჯომში ჩამოსვლას (რამდენიმე მათგანი უკვე ბორჯომშიცაა) იმ მოტივით, რომ თითქოს უნდა დაიცვან ბორჯომის საკრებულო, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები და ბორჯომელების ღირსება. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით: ჩვენ, ბორჯომის საკრებულოს წევრები, ვმოქმედებთ შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ვახორციელებთ ჩვენს უფლება-მოსილებას, არ ვსაჭიროებთ დაცვას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ ლიდერების მხრიდან. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ საქმიან რეჟიმში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარვმართოთ 2018 წლის 28 მარტის სხდომა! ჩვენ გაქვს სურვილი,- ბორჯომის საკრებულომ დაიწყოს გამართული ფუნქციონირება! ჩვენ გაქვს მიზანი,- დავიწყოთ ბორჯომისა და ბორჯომელებისათვის სასიცოცხლო პროექტების განხორციელება! ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი დებულებისა და სინდისის თანახმად და ძალიან გთხოვთ, ხელს ნუ შეუშლით დემოკრატიული პროცესის განვითარებას, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მიზნით! მოგვეცით საშუალება,- წარვმართოთ სხდომა, ბორჯომის საკრებულოს დებულების თანახმად! მოგვეცით საშუალება,- გავაკეთოთ ჩვენი დამოუკიდებელი არჩევანი და მივიღოთ ის გადაწვეტილება, რასაც ყველა დეპუტატი ინდივიდუალურად იღებს! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პოლიტიკური ჩარევა (საკრებულოს მუშაობის პროცეში) აღქმული იქნება, როგორც საკრებულოს სხდომაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხდომის ჩაშლის მცდელობა, რაც არადემოკრატიული და უკანონოა!" - წერს გოგიჩაიშვილი მიმართვაში. როგორც ცნობილია, ხვალ ბორჯომის საკრებულოს მოქმედი თავმჯდმარე ზაზა ჩაჩანიძე უნდ გადაირჩიონ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)