10:50 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 14:23:30, 1376 ნახვა

კომენტარი
ილია ელოშვილი: გენგეგმაზე მუშაობის პროცესში მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება.

„ეს არ არის განახლებული გენგეგმა და არ არის სამუშაოდ გამოსაყენებელი დოკუმენტი, რიგი მიზეზების გამო: როგორც შემდგომში დოკუმენტში იკითხება, გენგეგმის შემუშავების პროცესში ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგია გამწვანების შესახებ, სტრატეგია ფონდების შესახებ, სტრატეგია ავარიული სახლების ჩანაცვლების შესახებ, ტრანსპორტის სტრატეგია და ბევრი სხვა სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრავი. ამას ემატება ის, რომ მუშაობის პროცესში მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება, რადგან ჯგუფის განცხადებით, მათ არ ევალებოდათ ამის ანალიზი. ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება ემყარება თეზისს, რომ „ჩვენ შემოგთავაზეთ, ხოლო შემდგომში თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი კერძო საკუთრების კუთხით ან ბიზნესის განვითარების კუთხით, ეს უკვე თქვენ თვითონ გაარკვიეთ“, - აცხადებს მერის მოადგილე.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი სითი ინსტიტუტის ხედვას წარმოადგენს და არა არსებული გენგეგმის განახლებულ ვარიანტს.

„ეს არის სითი ინსტიტუტის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქი, შემდგომში ამის განხორციელება მთლიანად გადმოდის მერიაზე, შესაბამისად, საჭიროა რიგი სერიოზული კვლევებისა და პროექტების განხორციელება, რომ საბოლოო ჯამში ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გვაქვს განახლებული ვარიანტი იმ გენგეგმისა, რომლითაც, ცუდია თუ კარგია, ხელმძღვანელობს მერია და ქალაქი“, - განმარტავს ილია ელოშვილი.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა ამჟამად სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს და მას სითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, პროფესიული წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics