23:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 10:03:53, 2514 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 43-ე რაუნდი იწყება.

მოლაპარაკებების პირველი დღე თანათავმჯდომარეებთან შეხვედრებს დაეთმობა, სადაც მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება. ასევე, საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხს და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ინფორმაციით, კონსულტაციების ორივე დღეს ძალის არგამოყენების საკითხსზე ისაუბრებენ. როგორც მან აღნიშნა, მთავარი მიზანია, რუსეთმა აგვისტოს ომის შეთანხმება შეასრულოს.

„განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთის ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით.  საფრთხეს რაც შეეხება, ჩვენ საფრთხის თვალსაზრისით კი არა შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება იმ პროცესს, რასაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, - განაცხადა დავით დონდუამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics