|
2015-05-20 12:03:25, 713 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი საერთაშორისო ბაზრობაზე წარსდგება
„ექსპო ჯორჯია“-ს საგამოფენო სივრცეში, 20-23 მაისს, „Caucasus Build 2015“-ის საერთაშორისო ბაზრობა ჩატარდება, სადაც სხვა მწარმოებლებს შორის წარმოდგენილი იქნება სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ბენეფიციარი, კომპანია „ჯი-არ-სი“. კომპანია „ჯი-არ-სი“-მ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით დაიწყო დათბუნებული პანელების წარმოება, რაც მსოფლიოში მეტად გავრცელებულ ტექნოლოგიას წარმოადგენს და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით და ენერგოეფექტურობით. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობები. „Caucasus Build 2015“-ის ფარგლებში კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ მყიდველებს მთელი საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, მოახდინონ პროდუქციის პრეზენტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის რეალიზაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)