|
2018-03-26 14:53:20, 1458 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი კიდევ ერთი მაღაროელის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია. "ფაქტობრივად, კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ახალი შემზარავი ისტორია სამუშაო ადგილზე ადამიანის დაღუპვის შესახებ. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს ასეთ მძიმე ვითარებას სამუშაო ადგილებზე, როდესაც ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოების თემა, ეს არის სიკვდილ - სიცოცხლის თემა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. მისი განცხადებით, წინა კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს "შრომის უსაფრთხოების შესახებ" და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პროცესის დასაწყისი უნდა იყოს. "სანამ კანონი ძალაში შევა და სანამ ის შეძლებს სამუშაო ადგილებზე ინსპექტირებით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვას, აუცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩატარდეს სწრაფი, მიუკერძოებელი და დროული გამოძიება. ჩვენ მივადევნებთ თვალს გამოძიების შედეგებს, თუმცა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მაინცადამაინც მაღალი მოლოდინი სამწუხაროდ, საზოგადოებაშიც არ არსებობს", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ასევე, ამ შემთხვევაზე ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაზე, აუცილებელია, უკვე არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება. "პროფკავშირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამ მაღაროში საერთოდ საშიშია მუშაობა და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მან ყველა გონივრული ზომა მიიღოს იმისთვის, რომ სხვა მუშების უსაფრთხოება და სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა და ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)