|
2018-03-24 00:09:08, 1573 ნახვა
სხვადასხვა
ჟურნალისტმა მამაკაცმა ჟირინოვსკი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა - ვიდეო
ტელეკომპანია "რეალური დროის" ჟურნალისტმა რენატ დავლეტგილდეევმა რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, 2006 წელს, როცა იგი სტაჟიორად მუშაობდა, კომენტარის ჩაწერა სთხოვა ჟირინოვსკის. ინტერვიუს დროს დუმის ვიცე-სპიკერმა ახალგაზრა ჟურნალისტს უკანალზე ხელი მოკიდა, მოგვიანებით კი ჟირინოვსკის დაცვამ ახალბედა ჟურნლისტი კოორპორატიულ საუნაში წიყვანა. "ეს არ ყოფილა იძულება, უბრალოდ ინტერვიუს შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს, რომ მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მაშინ პატარა და გამოუცდელი ვიყავი", - იხსენებს ჟურნალისტი. რენატ დავლეტგილდეევის სიტყვები რამდენიმე ჟურნალისტმაც დაადასტურა, მათ შორის კარინა ორლოვამ, რომელმაც განაცხადა, რომ ჟირინოვსკის ახალგაზრდა ბიჭებისადმი გატაცება ყველამ იცის და რენატის ისტორიის შესახებ მრავალი წელია ცნობილია. რენატ დავლეტგილდეევი ტელეკომპანია "დოჟდის" თანამშრომელი იყო, მანამდე კი არაერთ ცნობილ გამოცემაში წერდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)