2026-10-30 13:27:24, 413 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის ქუჩის ბოლოს, კლდე ჩამოიშალა. ჩამოშლილი ფერდიდან ლოდი დაეცა სახლს და ერთი ადამიანი მოიყოლა.
ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ჩამოშლილი ლოდები სახლს დაეცა და ერთი ადამიანი მოიყოლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსპრესნიუსს“ უთხრეს, რომ მაშველებმა ერთი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან