|
2018-03-22 11:01:44, 1355 ნახვა
კომენტარი
კალაძე: სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, დღეიდან შევიდა ძალაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა საკანონმდებლო ორგანოს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ცვლილებებით, მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჯარიმები ფაქტობრივად გაათმაგდა - დარღვევები 3000 ლარიდან 30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო ობიექტებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა იმატა, რაც დედაქალაქის მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რა თქმა უნდა, შევძლებთ იმას, რომ როგორც დამკვეთი, ასევე შემსრულებელი იყოს მოტივირებული, რომ მის ობიექტზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ სფეროში მომდევნო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან იქნება გავლილი, ვინაიდან სამშენებლო სექტორი ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)