|
2018-03-22 00:03:29, 23420 ნახვა
სპეციალური ანონსი
22 მარტის ანონსი
09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს პროკურატურის კონფერენცია - პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება ჩატარდება. 09:30 საათზე, რონდელის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართება, რომელსაც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრი, ასევე აღნიშული პლატფრომის თანათავმჯდომარე, ანდრეი ადამჩიკი გახსნიან. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაესწრებიან. 09:30 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი საკრედიტო ხაზის - EU4Business-EBRD Credit Line-ის შედეგების შესახებ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა გახსნიან. 10:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება აქცია - „არ გადადო - აიცერი!“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და კლინიკის დირექტორი იაგო კალანდაძე. მის.: თბილისი, გორგასლის ქ. N 93 (ყოფილი მე-4 სამშობიარო) 10:30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი გახსნიან.
12:00 საათზე, „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ ჩაატარებენ შემეცნებით პროგრამას „გაზაფხულის კარნავალი“. 12:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 13:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართება საპარლამენტო და არა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის სხდომა. 13:00 საათზე, „თბილისი მოლის“ მეორე სართულზე, მეწარმეობის ფესტივალი „მეწარმეთა სივრცე - 2018“ ოფიციალურად გაიხსნება. 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოეში (უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-3 სართული) მოეწყობა გამოფენა „თურქული კულტურის ნაკვალევი“, რომელსაც თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრება. 20:00 საათზე, ფრანგი მწერალი, ქეთევან დავრიშევი მწერალთა სახლში შეხვედრას გამართავს.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)