|
2018-03-20 16:43:03, 1518 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: სასამართლო სისტემის გარდაქმნისა და გაჯანსაღების გარეშე „გირგვლიანის შესწორებები“ ფარსი იქნება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას "გირგვლიანის შესწორებების" საპარლამენტო განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ "გირგვლიანის შესწორებები" სასამართლო სისტემის არსებითად გარდაქმნის გარეშე ფარსი იქნება. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაზღვეული იყოს მომავალში სისტემური უფლებადარღვევების გამეორებისგან, მაგრამ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გირგვლიანის სახელით განხორციელდება, სასამართლო სისტემის არსებითად გარდაქმნას უნდა მოიცავდეს. ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ იმ ადამიანებმა, „რომლებიც მოსამართლეების სახელით, წლების განმავლობაში, უსამართლობას ფუთავდნენ და აფორმებდნენ სამართლიანობის სახელით“. „სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს და მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი, რომ ქვეყანა დაცული იყოს სისტემური დანაშაულების გამეორებისგან. გარდა ამისა, ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ყველა ჩვენი პარტნიორი გამოხატავდა წუხილს იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაშია შემქნილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები იყოს მაქსიმალურად სწორი მიმართულებით გაწერილი. დახმარებისთვის მოვიწვიეთ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლები საქართველოში, რომლებსაც მსგავს სიტუაციებთან გამკლავების ცოდნა გააჩნიათ; ასევე მზად ვართ, რომ გადავდგათ სხვა ნაბიჯები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები დროულად გახდეს საჯარო, რათა საზოგადოებამ შეძლოს ჩაერთოს ამ პროცესში და საზოგადოებრივი მოსაზრებები იყოს გათვალისწინებული. გირგვლიანის საქმე იყო ის საქმე, რომელმაც გააერთიანა ქართული საზოგადოება. შესაბამისად, წარმოუდგენელია, საზოგადოებრივი ჩართულობის და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე დაიწეროს, გირგვლიანის სახელით, რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილება",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)