|
2018-03-20 15:58:39, 1633 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი „რუსთავი 2“-ზე: უზნეო განცხადებები გაკეთდა მიზანმიმართულად, რომ აგრესიული გამოხმაურება ყოფილიყო
„ჩემი პირადი ხედვაა, რომ უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ამდაგვარი აგრესიული გამოხმაურება ყოფილიყო”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გუშინ „რუსთავი2“-ის შენობასთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადობის მხრიდან ისეთი სახის ქმედებას, რაც „რუსთავი2“-ის გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ჩაიდინა, ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს: „არ ვიცი, სამართლებრივად როგორი შეფასება ექნება. მთლიანად საზოგადოების შეფასებასაც მე ვერ გავახმოვანებ. ჩემი პირადი ხედვაა, რომ უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ამდაგვარი აგრესიული გამოხმაურება ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხტომებზე, რაც „რუსთავი 2“-ს ერთ-ერთმა წამყვანმა დაუშვა, შეურაცხყო რა ჩვენი ყველას რელიგიური გრძნობები. აქ არ არის საუბარი მკრეხელობაზე. ვფიქრობ, აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი განვითარება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. კითხვაზე- აქვს თუ არა გამართლება ე.წ. ქართული მარშის მონაწილეთა ქმედებებს, ვოლსკიმ ასე უპასუხა: „აქვს თუ არა გამართლება ამას სამართალდამცველები შეაფასებენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უზნეობა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სტიმულს აძლევს აგრესიულ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)