19:18 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 15:41:40, 1453 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას პასუხი ერთიანად გაეცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიესალმება იმ ფაქტს, რომ უმრავლესობა და უმცირესობა ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდნენ.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას  პასუხი   ერთიანად გაეცეს:

 "ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეცეს ერთიანად და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთიანი ტექსტის შემუშავება, სადაც ძალიან ნათლადაა დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.

აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს პლენარულ სხდომაზე ერთხმად დავამტკიცებთ შესაბამის რეზოლუციას.

ხელისუფლება უკვე აქტიურად მუშაობს დიდი ხანია იმაზე, რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, რომლებსაც აქვთ ჩადენილი დანაშაული,  მათ შორის საუბარი გავქვს მკვლელობაზე, გატაცებებზე და ა.შ. ამის გამოხატულებაა, მათ შორის ის, რომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, და შესაბამისი სასჯელიც არის შეფარდებული, საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, მუშაობაა ამაზე დაწყებული. სია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად მივიღოთ პრევენციული ზომები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების დასაცავად. მუშაობა დაწყებულია, ეს მუშაობა გაგრძელდება და რეზოლუცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics