|
2015-05-19 12:44:05, 694 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა Global Banking and Finance Review-ს ჯილდოები მიიღო
გალტ & თაგარტმა Global Banking and Finance Review-ს ჯილდოების „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია“ და „საუკეთესო კორპორატიული მრჩეველი ფინანსებში“ 2015 წელს მიღების თაობაზე განაცხადა. Global Banking and Finance Review ჯილდოები გადაეცემა საბანკო და ფინანსური სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით და ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა კომპანიის მიღწევები, ინოვაცია, სტრატეგია და პროგრესული ცვლილებები. „გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)