|
2015-05-19 11:24:15, 877 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო–ავსტრიის ბიზნესფორუმი იმართება
საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერის ვიზიტის ფარგლებში საქართველო–ავსტრიის ბიზნესფორუმი იმართება. ფორუმზე, რომელიც „თბილისი მერიოტში“ მიმდინარეობს, დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა, ასევე ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანდრე რუპრეჰტერმა. ფორუმის ფარგლებში იმართება სექტორული პრეზენტაციები, საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე ეკონომიკური პროექტების შესახებ, აგრეთვე ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის 168 შეხვედრაა დაგეგმილი. ავსტრიული დელეგაციის ინტერესის სფეროებია: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. ავსტრიის ბიზნეს დელეგაცია საქართველოს 18 მაისს ეწვია და საქართველოში მოქმედ საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემას გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)