18:51 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 16:15:19, 1872 ნახვა

კომენტარი
მინისტრი: კვების ობიექტების მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე უკომპრომისოები ვიქნებით

„კვების ობიექტების მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე უკომპრომისოები ვიქნებით“, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო ტურისტებისთვის გასტრონომიული ქვეყანაცაა და სამინისტრო კვებითი ობიექტების მხრიდან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას არ დაუშვებს.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო გააგრძელებს კვებითი ობიექტების შემოწმებას და მაღალი კონტროლის განხორციელებას.

"კვებითი ობიექტების, შემოწმება სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებზე და სურსათის უსაფრთხოებაზე, მთავარი პრიორიტეტია რადგან საქართველო ტურისტებისთვის გასტრონომიული ქვეყანაცაა. არ უნდა დავუშვათ, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ, საერთო ჯამში ბიზნესიც და ტურიზმის სფეროც დააზარალოს", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს და სხვა უწყებების მიზანი არაა ბიზნესის დასჯა, თუმცა ჯარიმები და საწარმოო პროცესის შეჩერება სხვადასხვა კაფე რესტორანში პრევენციას ემსახურება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

როგორც ცნობილია, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics