|
2015-05-19 11:04:19, 686 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვსურს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან და მათ შორის რუსეთთან
"ჩვენ გსურს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან და მათ შორის რუსეთთან",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის კონსტრუქციული და მისთვის მთავარია სტაბილურიბა. "ჩვენთვის მთავარია სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ვართ პრაგმატული, კონსტრუქციული ხელისუფლება, რომელსაც სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, თუმცა ჩვენი ტერიტორიების 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ინსტენსიურ მუშაობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრია-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის უსაფრთხო ბიზნეს გარემოზე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)