|
2018-03-16 10:35:11, 1550 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი სკრიპალის საქმეზე: გაერთიანებულ სამეფოსთან ამ საკითხში სრულიად სოლიდარულები ვართ
„გაერთიანებულ სამეფოსთან ამ საკითხში სრულიად სოლიდარულები ვართ“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დიდ ბრიტანეთში განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,ბევრი სფეროა,სადაც ევროკავშირისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. "იცით, რომ სოლიდარულები ვართ გაერთიანებულ სამეფოსთან ამ საკითხთან დაკავშირებით. მესმის, რომ არის გარკვეული საკითხები რუსეთთან ურთიერთობებში, ბევრი სფეროა, სადაც ჩვენი პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს.არსებოს საკითხები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს შორის უთანხმოების მიზეზია.გაერთიანებულ სამეფოსთან ამ საკითხში სრულიად სოლიდარულები ვართ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. შეგახსენებთ, 4 მარტს, რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მომხდარში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)