18:24 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 21:29:22, 1584 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი - საყდრისთან დაკავშირებით ყველა პროცედურა დაცულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საყდრისთან დაკავშირებით ყველა პროცედურა დაცულია.

"მე რაც მოვიკითხე აღნიშნულთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა პროცედურა დაცულია. შემოსული არის განაცხადი დაინტერესებული პირისაგან. შესაბამისად ყველა პროცედურა, რომელიც უნდა გაევლო განაცხადს აქვს გავლილი და აუქციონი ჩანიშნულია. თუ ვინმეს აქვს კონკრეტულად რაიმე ფაქტი, რომ პროცედურების ნაწილში რაიმე არის დარღვეული, მათ შეუძლიათ ადმინიატრაციული წესით გაასაჩივრონ", -  განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა და საყდრისის ტერიტორიაზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას მოითხოვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ან სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგას, ან ემიგრაციაში იმყოფება, ან ციხეშია - ევროკომისიის ანგარიში
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics