|
2018-03-14 15:31:33, 1589 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: კვირიკაშვილის გარდა ძნელია მონახო მოქალაქე, რომელიც დაინახავს კონსტრუქციულ სივრცეს დამამცირებელ პასუხში
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან რუსეთს მიმართა გააკრიტიკა. როგორც ვაშაძემ განმარტა, აღნიშნული განცხადება ქვეყნისთვსი ზიანის მომტანია. მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერ საკმარისი დიპპლომატიური გამოცდილება არ აქვს. "დღეს ალბათ საქართველოში ბატონი კვირიკაშვილის გარდა ძნელი მოსანახია მოქალაქე, რომელიც გულრწფელად დაინახავს რაიმე კონსტრუქციულ სივრცეს იმ დამამცირებელ პასუხში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტმა გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს განცხადება მოუფიქრებელი და ზიანის მომტანია. ეს მარტო დამწყებ დიპლომატ, ბატონ კვირიკაშვილს შეუძლია. ის ორი თუ სამი თვე, რომელიც მან გაატარა საგარეო საქმეთა სამინისტროში სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა, რომ შეიცვალოს ფორმატი, ბჭყალებში ამაღლდეს, უფრო მოქნილი გახდეს - არ არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, რომელსაც ყელზე ადგა ჟენევის ფორმატი", - განაცხადა პოლიტიკოსმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ან სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგას, ან ემიგრაციაში იმყოფება, ან ციხეშია - ევროკომისიის ანგარიში
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)