|
2018-03-14 13:16:00, 1614 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი იგივე ფორმატით ჩატარდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი არსებული ფორმატით ჩატარდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობასთან დაკავშირებით საუბარი არ გულისმხობს იმას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება. ჯანელიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობა ჟენევის ფორმატში. „საქართველოს მთავრობის მიდგომა რჩება კონსტრუქციული და არის ორიენტირებული რუსეთ-საქართვბელოს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზების მოძებნისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპით, ამ მიდგომით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მონაწილეობას და ჩვენი მიდგომა უკავშირდება იმას, რომ მოიძებნოს ამ რთული ჩიხური მდგომარეობისდან შესაძლო გამოსვლის გზები და თუ ამისთვის საჭიროა უფრო მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობა, ჩვენ ვთვლით, რომ მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა,ჩვენ ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ გულისხმობს, რომ შემდეგ რაუნდზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ჟენევაში.ჟენევაში შემდეგი რაუნდი ჩატარდება ისეთივე ფორმატში, რა ფორმატშიც აქამდე მიმდინარეობდა,ჩვენი მიზანია, რომ ამ და შემდეგ რაუნდებზე შეიქმნას იმის საფუძველი, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. ამას ემსახურება აქამდე ყველა ჩვენი ნაბიჯი და მომავალშიც ჩვენი მიზანი იქნება მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)