|
2018-03-14 11:09:32, 1465 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი დაძაბულობის შესანელებლად, თუნდაც საკუთარი იმიჯის ხარჯზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების ფაქტს, რომელთაგან ერთი-არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი თქმით, კარგია, რომ ორი მოქალაქის გათავისუფლება მოხდა, თუმცა სამწუხაროა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შექმნილ ვითარებაში, პრემიერის შეფასებით, პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბოლო დღეებში რუსეთის მისამართით მისი განცხადების ბევრი აბსურდული შეფასება მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება: "მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამოქალაქის სიცოცლე შეეწირა მძიმე ფაქტს. ორი ადამიანი იქნა დაპატიმრებული უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში და მივმართეთ რუსეთის დეფერაციას. მე მივმართე სპეციალური განცხადებით. დღესდღეობით სიტუაცია გვაქვს ასეთი, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის გათავისუფლებული და ისინი დაუბრუნდნენ ოჯახებს, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადების, რომელიც მე გავაკეთე. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ - პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალრუი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენიქ ვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა იმ მანდატის აღსრუელბა, რომელცი ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების უზრუნველყოფა. ეს იყო და არის ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამ მიმართულებით აუცილებალდ გადავდგამთ ნაბიჯებს", - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა 9 მარტს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. განცხადებაში მთავრობის მეთაური რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს.
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ან სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგას, ან ემიგრაციაში იმყოფება, ან ციხეშია - ევროკომისიის ანგარიში
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)