|
2015-05-18 16:22:01, 749 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა ჟურნალ„აგრო ბაზისის“ პრეზენტაცია გამართა
ბაზისბანკმა ახალი აგროჟურნალის „აგრო ბაზისის“ პრეზენტაცია გამართა. ბაზისბანკისთვის ერთ–ერთ პრიორიტეტს აგრობიზნესის დაფინანსება წარმოადგენს: გაიცემა აგროსესხები ადგილობრივ ფერმერებსა თუ აგრობიზნესში დასაქმებულ პირებზე, მათი მეურნეობის განსავითარებლად. აღსანიშნავია, რომ ბანკი მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“. ამ მიმართულებით სასესხო პორტფელმა 27 მლნ ლარს გადააჭარბა. ბაზისბანკი არა მხოლოდ აკრედიტებს აგრობიზნესს, არამედ ბიზნესმენთა საინფორმაციო მხარდაჭერაზეც ზრუნავს. სწორედ ამის დასტურს წარმოადგენს, ბანკის ახალი აგროჟურნალი „აგრო ბაზისის“ გამოცემა. ყოველ კვარტალში გამოვა ჟურნალის ახალი ნომერი, საინტერესო და რაც ბაზისბანკისთვის დამახასიათებელია - სასარგებლო სტატიებითა და ილუსტრაციებით დატვირთული. მოგეხსენებათ, ბაზისბანკის ისტორია 22 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე, მან სტაბილური, სანდო და პროგრესული ბანკის იმიჯი დაიმკვიდრა. ბანკის დიდ გამოცდილებას ახალი ინვესტორის, უმსხვილესი ჩინური კონგლომერატის, ჰუალინგ ჯგუფის დიდი ფინანსური რესურსიც დაემატა. ბაზისბანკი მუდმივად განაგრძობს ზრუნვას მომხმარებლებზე და მათი ინტერესების გათვალისწინებით, უამრავ სასარგებლო პროექტს გეგმავს და ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)