|
2018-03-08 17:51:49, 1799 ნახვა
კომენტარი
დონალდ ტუსკი: საქართველოსა და ევროკავშირს შესანიშნავი პარტნიორობა აკავშირებს
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას გააგრძელებს. „საქართველოსა და ევროკავშირს ძლიერი ურთიერთობები და შესანიშნავი პარტნიორობა აკავშირებს. უვიზო რეჟიმის შემოღება და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა - ჩვენი გასული წლის წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია. ასოცირების და ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" ხელშეკრულებების განხორციელებას ხელშესახები შედეგები მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას; ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოს, ამ ხელშეკრულების სათანადო ფუნქციონირება. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერია და ევროკავშირი აფასებს საქართველოს კონსტრუქციულ და აქტიურ მხარდაჭერას, რათა გასული წლის სამიტი წარმატებულად ჩატარებულიყო. ამ კონტექსტში, ასევე განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პრაგმატული წინადადებები ევროკავშირთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ჩვენ ვიმუშავებთ მომავალ თვეში, რათა ეს იდეები უფრო კონკრეტული გახდეს. შეხვედრისას დავარწმუნე პრეზიდენტი, რომ ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარების ერთგული რჩება და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მცოცავი ანექსიის მცდელობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებში. საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და სამხრეთ ოსეთში ორი სხვა ქართველი პირის დაკავება სევდიანი შეხსენებაა იმ საფასურისა, რომელსაც ამ კონფლიქტით ვიხდით", - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)