|
2018-03-07 18:39:46, 1733 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება არასწორია
"არასწორია ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება, როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, რადგან კარგად უნდა ესმოდეს დეფაქტო ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს",-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ექსპერტიზის დასრულებამდე არ მოხდება. მისივე თქმით, რუსეთს მომხდარ ფაქტზე რეალობის დადგენა არ სურს: "რუსეთს არ აწყობს არც ის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდეს მომხდართან დაკავშირებით და არც ის, რომ მშვიდობა იყოს რეგიონში. რაც უფრო მტრობა გაჩნდება ქართველებსა და ოსებს შორის, ამაზე სპეკულირებით უნდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ. დარწმუნებული ვარ, ოსები ადრე თუ გვიან მიხვდებიან, ვინაა მათი რეალური მტერი",-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ცნობისთვის, ბიბილოვმა დღეს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)