|
2018-03-07 14:21:17, 1440 ნახვა
კომენტარი
რატიანი: ერთად დგომაზე საუბრის ნაცვლად, უმრავლესობის წარმომადგენელი ომში საქართველოს მხარეს ადანაშაულებს
"სამწუხაროა, იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ნაციონალურ ერთობაზე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს მხარეს ადანაშაულებს და რუსეთის დისკურსს იმეორებს",-ასე გამოეხმაურა "ევროპული საქარათველოს" წევრი სერგო რატიანი უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებას. "სამწუხაროა, იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ნაციონალურ ერთობაზე და პრინციპულად ერთად დგომაზე, როცა მტერთან და ასეთ მოვლენებზეა საუბარი, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს მხარეს ადანაშაულებს და იმეორებს რუსების დისკურსს საქართველოს მხარის დანაშაულებზე",-განაცხადა რატიანმა. "როდესაც ოპოზიციის გარკვეული ფლანგი მიგვიწოდებს-ყველაფერი გააკეთეთ, ჩვენ ყველაფერი არ უნდა გავაკეთოთ და ყველაფერს არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ იმ ყველაფერში უკვე 2008 წელია და 2008 წელზე უფრო მწვავე და საშინელი ფინალი",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის ირგვლივ ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა. მან ყველას ფრთხილი ნაბიჯებისკენ მოუწოდა: "არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ის, რაც დღეს ხდება, შავი სცენარის პროლოგია, მაგრამ თუ ყცელაფერზე წავალთ, რა იყო ამასწინათ, მაშინ ბუნებრივია ჩვენ ფინალი ძალიან კარგად ვიცით.არ მინდა, ახლა ეს შავი სურათი დავხატო-ნახევარი გაქცეული, ნახევარი დაღუპული, ნახევარი იქით და შულავერის მთავრობა მოლოდინში და ა.შ.მოვუწოდებ ყველას, დანაღმულ ველზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, აწონილ-დაწონილი ნაბიჯები გადავდგათ",-განაცხადა ქანთარიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)