|
2018-03-07 13:54:26, 1603 ნახვა
კომენტარი
ქანთარია დე-ფაქტო ხელისუფლებას: ნუ ჩარევთ ახალგაზრდებს ამ ვითარებაში
"ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი სასტიკი, უმწეო რეალობა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ცხედრის ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადაცემის ფაქტს. "დღეს ყველა ნორმალური, ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი არის აღშფოთებული, შეშფოთებული და რა თქმა უნდა გამოთქვამს სამძიმარს ახალგაზრდა კაცის ცხინვალის იზოლატორში დაღუპვის გამო. მე ვუერთდები ამ სამძიმარს. ამ ფაქტმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი სასტიკი, უმწეო რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდით, როცა არ შეგიძლია იქ ჩახვიდე, არ შეგიძლია, გამოიძიო",-აღნიშნა ქანთარიამ. ის ასევე გამოეხმაურა ცხინვალში გამართულ აქციას, სადაც აქციის მონაწილეებმა ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის არ გადაცემა მოითხოვეს. ქანთარიამ დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდები ამ პროცესებში არ ჩართონ: "ჭირისუფალის მიერ თავისი მიცვალებულის მოპარვის ფაქტიც არსებობს, მაგრამ ნამდვილად არ მსმენია პატარა ბავშვების გამოყვანა აქციაზე და აძახებინონ, რომ ცხედარი არ უნდა წაიღოს ჭირისუფალმა. მინდა, მივმართო დეფაქტო ხელისუფლებას, თქვე კაი ხალხო, რატომ აყენებთ ამ ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში, რატომ უზიანებთ მათ მეხსიერებას. ჩვენ ხომ ყველანი ამ წუთისოფელში დროებით ვართ, ყველაფერი მართლაც ზევით აბარია და თქვენც ხომ იცით და ჩვენც დარწმუნებული ვართ, ეს ახალგაზრდები გაიზრდებიან, ბევრ რამეს წაიკითხავენ, ჩამოვლენ თბილისში, ისწავლიან, იმუშავებენ. თბილისის გავლით ევროპაშიც წავლენ. იქნებ გვეფიქრა ამაზე. გასაგებია ის ტკივილიც, რომლებიც ოჯახებს ცხინვალში აქვთ თავიანთი დაკარგული შვილების გამო, მაგრამ ნუ ჩავრევთ ახალგაზრდებს ამ ვითარებაში",-აღნიშნა ქანთარიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)