|
2018-03-06 13:40:33, 1392 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან
საქართვწელოს იუსტიციის მინისტრი მიესალმება იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესები გაამკაცრონ. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადოს. წულუკიანის განმარტებით, საქართველოში ადამიანები არ იდევნებიან არც სიტყვის თავისუფლების გამო, არც პოლიტიკურად, ან სხვა ნიშნით და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის ზიების საფუძველი არ არსებობს. მინისტრის თქმით, თავშესაფრის მოპოვების საფუძველი ეკონომიკური სიდუხჭირე არ არის, რადგან თავშესაფარი ნიშნავს პოლიტიკური, ან სხვა ნიშნით დევნილობას: „თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული პრობლემა ვინაობასთან და დოკუმენტებთან პირდაპირ, ან არაპირდაპირ არის კავშირში, მაგრამ გაცილებით უფრო ფართე პრობლემაა. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გაამკაცრონ საქართველოდან წასული თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების განხილვის წესები, დააჩქარონ მათი განხილვა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ საქართველო გამოაცხადოს უსაფრთხო ქვეყნად, რადგან ავტომატურად ითვლებოდეს ის, რაც არის რეალობა- ჩვენს ქვეყანაში ადამიანები არ იდევნებიან არც სიტყვის თავისუფლების გამო, არც პოლიტიკურად არც სხვა ნიშნით, შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ ეძიოს თავშესაფრი. თუ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ტოვებს ჩვენი მოქალაქე ჩვენს ქვეყანას, ეს არ არის საფუძველი თავშესაფრის მოპოვებისა, რადგან თავშესაფარი ნიშნავს დევნილობას, ან პოლიტიკურ, ან სხვა ნიშნით, რაც ჩვენს შემთხვევაში საფუძვლიანი ვერ იქნება. ამიტომაც, მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალქაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე,რადგან არ არსებობას ამის საფუძველი. ყველას გვევალება, დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის ის, რაც არის ისტორიული შედეგი, რასაც თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)