|
2018-02-28 18:18:36, 2016 ნახვა
სამართალი
შსს - ბარათაშვილზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს
ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. სამწუხაროდ, დღეს, ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთი, 14 წლის მოზარდი, მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ამ მძიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მყისიერად დაიწყო გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ. ცნობისთვის, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 მოზარი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
BOG-ის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს UWC-ის სტიპენდიებზე საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას?
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)