|
2018-02-28 16:35:05, 1675 ნახვა
სამართალი
NGO-ები ტატუნაშვილის საქმეზე ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ
ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ, - ამის შესახებ არასამთავრობო ოგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. "ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი საჩივარი წარადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2014 წელს გაუჩინარებული დავით ბაშარულის გვამი რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს. 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია. 2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი კი მართალია დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებიდან გაათავისუფლა, თუმცა მათ ამ დრომდე არ ეძლევათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება. 2017 წლის აგვისტოდან ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება არ ეძლევა თამარ მეარაყიშვილსაც, რომლის წინააღმდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისფულებამ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებისა და მისი სამოქალაქო აქტივიზმის გამო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. სიცოცხლის მოსპობის ამ შემთხვევებს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ დავით ბაშარულის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობისათვის დღემდე არავინ დასჯილია. 23 თებერვლიდან დღემდე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისათვის ექსპერტიზის ჩატარებისა და გვამის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ გამოძიება რუსეთის ფედერაციის მიერ ეფექტურად და ობიექტურად არც ამ შემთხვევაში წარიმართება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის არ არსებობის გამო ან არ შეუძლია სრულყოფილად ჩაატაროს გამოძიება ან/და არ გააჩნია მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ეფექტური მექანიზმი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიაზე. ევროპული სასამართლოს იურისპრუდენცია ასევე ითვალისწინებს de jure იურისდიქციის მქონე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს განახორციელოს ყველა გონივრული, მათ შორის, დიპლომატიური და სამართლებრივი ღონისძიება სადავო ტერიტორიაზე დარღვეული უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური არხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და აღმოფხვრის მიზნით. ამასთან, ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად ,,ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ''. ოკუპაციის შემდგომ წლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მასშტაბი და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოვლენილი გულგრილობა ამგვარი დავის გამოყენების მიზანშეწინილობას ქმნის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი და ნეიტრალური საერთაშორისო მონიტორინგის მისიების არ არსებობის პირობებში, ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ კონტროლირებული დე ფაქტო პოლიტიკური რეჟიმების თვითნებობისა და უკონტროლობის სივრცეებად იქცა, რაც ქმედით სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს საქართველოსგან. განცხადებას ხელს აწერენ: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)