|
2018-02-28 10:30:21, 2167 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცალების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა აღნიშნა, შტატები ასევე შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებით. „შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაკავებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში პატიმრობის დროს მისი დაღუპვის გამო. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. შეერთებული შტატები ასევე სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაპატიმრების გამო. მოვითხოვთ, მიეცეთ მათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მეორე მხარეს თავისუფლად დაბრუნების საშუალება. შეერთებული შტატები მოითხოვს ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების სრულ გამოძიებას და მხარეებს კვლავ მოუწოდებს რეგიონში ნდობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)