|
2018-02-27 17:56:18, 1866 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში პირველად, გეოდინამიკური მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში გეოდინამიკური პროცესების შეფასების მიზნით, ყველა უბნის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს. მსგავსი ტიპის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები რაიონის მასშტაბით პირველად ტარდება. ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-5 ა კორპუსთან მიმდინარე საველე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისთვის საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაიონში არსებული ყველა ფერდობის, 11 ლოკაციის - სულ 120 ჰა ტერიტორიის შესწავლა პირველად მოხდება, რაც საშუალებას მოგვცემს ზუსტად განვსაზღვროთ, სად არის საჭირო პრევენციული ზომების მიღება და სად დგას ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. აქამდე, მეწყერსაშიშ ზონებზე ზოგადი ინფორმაცია გვქონდა, კვლევის დასრულების შემდეგ კი, რაიონში არსებული მეწყრული პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. პროექტის ფარგლებში, გეოდინამიკური პროცესების შესწავლა მოხდება ზღვის უბნის მე-3, მე-4 მიკრორაიონებსა და შეშელიძის ქუჩებს შორის არსებული ფერდობის, ბეჟანიშვილის, ილურიძის, ლომთათიძის, ინანიშვილის, ღუდუშაურის, ღრმაღელეს, ურიდიას, სანერგეს, სვანეთის, ბენდელიანის ქუჩების მიმდებარედ არსებული ფერდობების. ასევე, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები ჩატარდება ხევძმარის, გვაზაურის, ლოტკინის მთისა და სვანეთის ქუჩის მიმდებარე ხევებში. კვლევას ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შპს „გიმი“ აწარმოებს. საბოლოო შედეგებსა და შესაბამის დასკვნას კონტრაქტორი კომპანია აპრილში წარმოადგენს. (NS)
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)