|
2018-02-27 12:43:36, 2134 ნახვა
სამართალი
წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ჯარიმა იზრდება. კერძოდ კი, წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს 500 ლარიდან 1 000 ლარამდე დაჯარიმებას. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ასევე შესაძლოა გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. წვრილმანი ხულიგნობა კანონში განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ეს 1000-დან 4000 ლარამდე დაჯარიმას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედება 250-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებდა. აღნიშნული ქმედებისთვის ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზანია, სახელმწიფოს წარმომადგენლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შემცირება სანქციების გაზრდის გზით, ასევე მოქალაქეთა კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა.
ვატო წერეთელმა TV პირველის დირექტორობის კანდიდატად ლელოს კომუნიკაციების უფროსი წარადგინა
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
BOG-ის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს UWC-ის სტიპენდიებზე საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)