|
2018-02-26 12:41:08, 1533 ნახვა
საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ ფაროსანასთან საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
ევროპული საქართველო" გამოდის ინიციატივით, ფაროსანასთან საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, გასულ წელს, ფაროსანამ საქართველოს მოქალაქეებსა და ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. "ხელისუფლების დაუგეგმავი და არასწორი ხედვის გამო, წელს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. სამეგრელო და იმერეთი შესაძლოა შიმშილის საფრთხის წინაშე დადგეს. საჭიროა მასშტაბური მობილიზება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და დამატებითი რესურსების მობილიზება. ფაროსანას გამო 2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტი 151 მილიონი ლარით შემცირდა. ფაროსანა ანადგურებს სიმინდსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. დასავლეთ საქართველოში ის უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს. ფაროსანა 2015 წლიდან არის საქართველოში, ამის შესახებ მთავრობამ იცოდა თუმცა მათ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ტოტალური ომის გამოცხადების ნაცვლად, მათ მხოლოდ ფრაგმენტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ჯერ კიდევ შარშან შესაძლებელი იყო ფაროსანას ჩაკეტვა და დამარცხება სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. ქართული ოცნება არც წელს არ გვთავაზობს რამე ახალს. მალე საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთი საქართველოც. მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ მთავრობას პრობლების მასშტაბები ესმის. მოქალაქეებს ლეგიტიმური შიში აქვთ ხელისუფლების მიერ ნაყიდი პრეპარატების მიმართაც, რადგან არავის უფიქრია მათი საკმარისად ინფორმირება. დღეს უკვე შეწამვლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები დაგვიანებულია. ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით ფაროსანასთან საბრძოლველად გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას დასჭირდება ბევრი ადამიანი. საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. პირადად ჩვენი პარტია მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა არმიის ჩართვაც - გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი, რადგან კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპენსაციებზე მუშაობა; ფაროსანასთან ბრძოლაზე სწრაფად დავამყაროთ კომუნიკაცია მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ინტერესებშიცაა", - განაცხადა უგულავამ.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)