|
2018-02-22 11:31:36, 1695 ნახვა
საზოგადოება
თბილისში არსებული ბიბლიოთეკის რეფორმის ფარგლებში, ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება
დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა. „დაგეგმილ რეფორმას ბიბლიოთეკარების მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა, რაც ძალიან სამწუხაროა. იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა მისი გაუქმება, როგორც იყო გავრცელებული. ბიბლიოთეკა დღეს კულტურის სამინისტროს სსიპ-ია და თბილისის მერია აფინანსებს, რაც სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავია. ასევე, თბილისის 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მესამე პრობლემა, რომელიც არსებობს, წიგნად ფონდებს და ზოგადად, წიგნის შენახვის საკითხს ეხება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თბილისის მერის მოადგილემ რეფორმის აუცილებლობის კიდევ ერთ მიზეზად ბიბლიოთეკებში მკითხველისა და იქ დასაქმებული თანამშრომლებისთვის შეუსაბამო გარემო და ანაზღაურება დაასახელა. „მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკარებისთვისაც, რადგან მათ გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. გარემო შეუსაბამოა, მკითხველისთვისაც. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკარებს ის დაბალი ხელფასი, რაც დღეს აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ სისტემა თავიდან ბოლომდე გავმართოთ და ახალი ტიპის ბიბლიოთეკები მივიღოთ. პროცესი დაწყებულია, რომ თბილისის მერიამ ახალი ა(ა)იპ-ი დააფუძნოს, სადაც თბილისის ბიბლიოთეკები და სამი მედიათეკა გაერთიანდება“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ. სოფიო ხუნწარიას განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, იმისთვის, რომ ხელფასების მატება მოხდეს, ბიბლიოთეკებში დასაქმებულმა პერსონალმა გარკვეულ სტანდარტებს უნდა უპასუხოს. ამისთვის, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში, თითოეული თანამშრომლის გადამზადება მოხდება, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კი, ისინი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმდებიან. „გადამზადება ბუნებრივია, იმ საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით მოხდება, რომელიც დღეს არსებობს. ახალ ა(ა)იპ-ში თანამშრომლების მიღება ტესტირების დროს ბარიერის გადალახვის შემდეგ მოხდება და კულტურის სამინისტროში არსებული სსიპ-ი გაუქმდება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა დაფუძნდეს ახალი აიპ-ი. ეს არის ის სქემა, რომელსაც უნდა მივყვეთ“, - განმარტა სოფიო ხუნწარიამ და აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად, თბილისში არსებული ბიბლიოთეკები სერვისებზე ორიენტირებული გახდება და მეტ მკითხველს მოიზიდავს. ამასთან, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ წერეთელმა ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მოუწოდა, დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრონ და ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა. „ტესტირების შესახებ ყველანი წინასწარ მიიღებთ იმ ინფორმაციას, თუ რა ტიპის შეკითხვები იქნება. ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის“, - განაცხადა ზურაბ წერეთელმა.
(NS)
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)