19:35 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 11:15:56, 1695 ნახვა

საზოგადოება
ბიბლიოთეკარებს, სამსახურის შენარჩუნებისთვის, გამოცდების ჩაბარება მოუწევთ

თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას განცხადებით, იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა დახურვა. 

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ბიბლიოთეკებში სტანდარტებთან შეუსაბამო სიტუაციაა და არსებობს გარკვეული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული. ხუნწარიას თქმით, ამის გამო თბილისის მერიაში დაფუძნებული ახალი აიპი მულტიმედიური ფუნქციით დატვირთული, მაღალი სტანდარტის ბიბლიოთეკების შექმნას გეგმავს. 

სოფო ხუნწარიას ინფორმციით, ბიბლიოთეკების თანამშრომლები ერთთვიანი გადამზადების კურსს გაივლიან და ამის შემდეგ ტესტირება ჩატარდება. მისივე განმარტებით, სამუშაოს ის შეინარჩუნებს, ვინც გამოცდებს ჩააბარებს. 

"ის პრობლემები, რასაც ჩვენ შევეჩეხეთ, მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოსწორდეს. მედიათეკები და ბიბლიოთეკები გაერთიანდება, იმიტომ რომ მედიათეკა თავისთავში გულისხმობს, რომ არის ბიბლიოთეკა. ბუნებრივია, რომ ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები. მათ აუცილებლად მოუწევთ ტესტირება, თუმცა ტესტირება იქნება იმ საქმეში, რასაც დღეს ემსახურებიან. გვჭირდება ახალი მულტიმედიური ფუნქციით დატვირთული ბიბლიოთეკები, მაღალი სტანდარტის, წიგნების ფონდი კი უნდა განახლდეს“, - განაცხადა სოფო ხუნწარია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics