|
2018-02-20 17:37:14, 2637 ნახვა
მსოფლიო
დანია საქართველოსა და უკრაინას 860 მილიონ კრონს გამოუყოფს
„დანია საქართველოსა და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად, 860 მილიონ კრონს გამოუყოფს“,- ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა განაცხადა. როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრმა ახალ 5 წლიან სამეზობლო პროგრამას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა აგრძელებს არჩეულ ევროპულ კურსს, რაც დანიის ინტერესებშიც არის. „საქართველო და უკრაინა სხვადასხვა გამოწვევების და საფრთხეების წინაშეა, ერთ-ერთი საფრთხე კი რუსეთია. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რათა ისინი ძლიერ და კარგად ფუნქციონირებად დემოკრატიებად იქცნენ. ჩვენ დავეხმარებით ორივე ქვეყნის ბიზნესს, რათა მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენება უკეთ შეძლონ. მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეფორმებს. დანიის დახმარება ხელს შეუწყობს სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ამიტომაც მე დავამტკიცე ახალი სამეზობლო პროგრამა, რომელიც 860 მილიონ დანიურ კრონს შეადგენს“,- განაცხადა სამუელსენმა. სამეზობლო რეფორმა სამოქალაქო მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. საგარეო უწყების თქმით, სამოქალაქო საზოგადოების როლი დიდია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებასა და გამჭირვალეობას, რათა მთავრობებმა რეფორმების გზას არ გადაუხვიონ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)