|
2015-05-15 14:15:25, 693 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დამტკიცდა განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წალკა აგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ,“ რომლის მიხედვით შპს „წალკა აგროს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 32 595.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება 180 000 ლარია. „კომპანია გადაცემულ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრეების შექმნას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში. „წალკა აგრო“ სამაცივრეების შესაქმნელად 720 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სამაცივრე მეურნეობაში 30 ადამიანი დასაქმდება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)