01:30 - 10 May, 2026
|
2018-02-19 17:42:50, 2748 ნახვა
მსოფლიო
მაშველებმა ირანული თვითმფრინავის ფრაგმენტები იპოვეს
მაშველებმა ირანული სამგზავრო თვითმფრინავის ATR 72-ის ფრაგმენტები იპოვეს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ნამსხვრევები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოფელ დენგზელუს მახლობლად აღმოაჩინეს. იპოვეს თუ არა აუდიოჩანაწერები, უცნობია. ჯერჯერობით კატასტროფის გამომწვევი მიზეზებიც არ არის ცნობილი. შეგახსენებთ, ირანში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელსაც 66 მგზავრი გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა. ATR 72 ტიპის ხომალდი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაუჩინდარდა. თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)