12:20 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 11:53:46, 2291 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო ნ.ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით“,-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics