|
2018-02-16 11:52:03, 1780 ნახვა
სამართალი
მაჩალიკაშვილის სახლში დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება
პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში, დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ასევე რამდენიმე ადგილობრივის გამოკითხვას გეგმავენ. როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება პროკურატურამ ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზე დააკმაყოფილა. “ჩვენ გვაქვს ზეპირი შუამდგომლობა, რომ ჩატარდეს ხელახალი ექსპერტიზა , უშუალოდ ბალისტიკა.გაიხსნას კედელი, რამდენიმე მეზობელია დასაკითხი, რომელთაც მკაფიოდ ესმოდათ ხმა, თუ როგორ ჩხუბობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები ეზოში და როგორ ესაუბრებოდნენ და რას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, უშუალოდ ამ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას“, - აღნიშნა კუბლაშვილმა. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაზა ალთუნაშვილი აცხადებს, საქმის მასალების გაცნობის დროს, წარმოიშვა გარკვეული საკითხები, რომლის დაზუსტებაც შემთხვევის ადგილის ხელახლა დათვალიერებს საჭიროებს. „ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა აღმოჩენილ იქნას სხვა დანარჩენი ფაქტორები, რომელიც ერთობლიობაში შექმნის იმ სურათს, რომ მთლიანი ტყვია იქნეს სრულყოფილად წარმოდგენილი“, - განაცხადა ალთუნაშვილი. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, 10 იანვარს იგი გარდაიცვალა.
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)