10:00 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 10:37:00, 643 ნახვა

რეგიონი
თამარ მეფარიშვილმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟირება დაასრულა

რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტმა თამარ მეფარიშვილმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟირება დაასრულა.

მეფარიშვილი სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში 2017 წლის 15 ნოემბრიდან სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადიოდა.

თამარ მეფარიშვილს სამთვიანი სტაჟირების წარმატებით დასრულება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიულოცა და სერთიფიკატი გადასცა.

საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად.  მეფარიშვილი ის ერთ-ერთია, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (stajireba.gov.ge)  შემოდგომის ნაკადში და სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ სტაჟიორად მიღებული იქნა სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics