20:10 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-31 19:16:15, 545 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გუშინ, 30 ოქტომბერს, პალიტრანიუსის ეთერში "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში 28 ოქტომბერს შეტანილი ცვლილების პაკეტის შესახებ ისაუბრა. იოსელიანის განცხადებით, მასთან ყოველკვირა მიდიან მშობლები, რომელთა ოჯახებიც არიან აზარტული თამაშების მსხვერპლი. მისი აზრით, არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე როგორც ჰაბი, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს პოკერის თამაშს.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ რა რაოდენობის ფულიც არ უნდა შემოვიდეს, არ აქვს მნიშვნელობა იმხელაა ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ქვეყნისთვის.

"მე ცოცხალი მოწმე ვარ, ყოველკვირა მოდიან ჩემთან მშობლები, რომელთა ოჯახებიც არიან აზარტული თამაშების მსხვერპლი. მათი შვილები ძირითადად არიან საპატიმროში და ყველა ეს ოჯახი გაუბედურებულია აზარტული თამაშების გამო. ჩემი განცხადება იმას ეხებოდა, რომ არ შეიძლება ქვეყანა პოზიციონირებდეს საერთაშორისო არენაზე როგორც ჰაბი იმისა, რომ მოდით, ჩამოდით ჩვენთან პოკერის სათამაშოდ, მოდი პოპულარიზაცია გავუწიოთ პოკერის თამაშს.

მე ვუსმენდი ბატონ ბერეკაშვილს, რომელსაც გამოჰქონდა ეს კანონპროექტი. ის ამბობდა, რომ ცუდს კი არაფერს ვაკეთებთ, პოკერის პოპულარიზაციას ითვალისწინებსო, 20%-მდე დავიყვანეთ საქართველოს მოქალაქეების[წილი] და უცხოელები თამაშობენო. ჯერ ერთი 20% საქართველოს მოქალაქე ცოტა არაა, მაგრამ უცხოელები რომ ითამაშებენ, ეს საერთოდ არ არის არგუმენტი.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო ტურნირს რომ აწყობ შენს ქვეყანაში, ეს ხომ პოპულარიზაციას ემსახურება, იმ ქვეყნის ცნობადობის ზრდას კონკრეტულად იმ სახეობაში[პოკერი]. რატომ "იკლავენ" აბა თავს ქვეყნები ოლიმპიადისთვის? ის ქვეყანა ხდება ცნობილი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ცნობილი გავხადოთ აზარტული თამაშების კუთხით? აღარ გვაქვს არაფერი, რომ სხვა რაღაცით მოვაწონოთ თავი? ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, საერთოდ არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის." - განაცხადა ლევან იოსელიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics